ლიტრა
ლიტრა
- თიხის პატარა დოქი წყლისთვის (ქართლი);
 - მასის საზომი ერთეული ძვ. საქართველოში. არსებობდა ქალაქური, გორული, ლიტრის მესამედი;
 - დღესაც მიღებულია როგორც სითხის საზომი ერთეული. 1 ლიტრი უდრის 1000 გრამს;
 - მიწის ფართის საზომი ერთეული, რომელიც მოსავლის რაოდენობის აღრიცხვას გულისხმობს. "ესე მამული 10 ლიტრიანია". (ხევსურეთი);
 - მარცვლეულის საზომ-საწყაო ერთეული (აღმოსავლეთი საქართველო), რომელიც შეიძლება იყოს თავშებმული (როცა იმდენი მარცვალი ყრია, რამდენსაც დაიტევს) და პირგადასმული (პირზე სავსე ლიტრა ნაპირზე გადასწორებული (ხევსურეთი), "პინა პირზე" (მთიულეთი, გუდამაყარი, ქართლი).
 
