ყაღი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right"><center><small>ყაღი</small></center></d...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 09:57, 28 თებერვალი 2020 მდგომარეობით
ყაღი
დამარილებული და მზეზე გამომშრალი გამხმარი ხორცი. საყაღე ხორცი იჭრება გრძლად, ისე რომ მზის მისაფიცხებლად მისი ხარიხაზე გადაკიდება შეიძლებოდეს. ასეთნაირად შემზადებული ხორცი დიდხანს ინახება და ჭამენ როგორც უმად, ასევე იყენებენ სხვადასხვა წვნიანი საჭმელების დასამზადებლად. განსაკუთრებით მოსახმარია მწყემსური მომთაბარეობის დროს (თუშეთი).