მარულა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''მარულა'''</big> ---- საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ერ...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 13:57, 6 იანვარი 2020 მდგომარეობით
მარულა
საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობა — დოღი გრძელ მანძილზე საამისოდ საგანგებოდ გავარჯიშებული ცხენებით. წინათ იმართებოდა 20—25 კმ დისტანციებზეც. მარულაში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც. ახლა მარულა რეგლამენტირებულია შეჯიბრების ზუსტი წესებით, დისტანცია ითვალისწინებს 8—10 კმ. მარულა შედის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობათა საქართველოს ჩემპიონატების პროგრამაში. განსაკუთრებით გავრცელებულია ჩოხატაურის, სამტრედიის, გალის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, გუდაუთის, გურჯაანის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს რაიონებში, ქუთაისში და სხვაგან.