გურზი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right"><center><small>გურზი</small></center>...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 13:39, 10 აგვისტო 2019 მდგომარეობით
გურზი
დასარტყმელი იარაღი. ხის ან ლითონის ტარზე დამაგრებული ლითონისავე თავით, გურზის თავი შესაძლოა იყოს მრგვალი, ეკლებრივი ან ფრთიანი, არსებობს აგრეთვე ძროხისთავიანი გურზებიც, რომელსაც სულხან-საბა უბრალოდ „ძროხისთავიანს“ უწოდებს. გურზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე მეომრის შეიარაღების ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ფრთიანი გურზები, რომელნიც უკანასკნელ დრომდე შემორჩა ეთნოგრაფიულ ყოფაში.