გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამცხე: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 1: ხაზი 1:
 
<big>'''სამცხე'''</big>
 
<big>'''სამცხე'''</big>
 
----
 
----
 +
{{#iDisplay:https://arcg.is/0ijmOS2|1200|600}}
 +
 
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.
 
ხაზი 9: ხაზი 11:
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.
 
----
 
----
{{#iDisplay:https://www.arcgis.com/apps/View/index.html?appid=bfe1c49c606940db83370700a96ad5af|1200|600}}
 
[[კატეგორია:ს]]
 
[[კატეგორია:ს]]
 
[[კატეგორია:სამცხე]]
 
[[კატეგორია:სამცხე]]
 
[[კატეგორია:ისტორიული კუთხეები]]
 
[[კატეგორია:ისტორიული კუთხეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:52, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

სამცხე

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყურის ციხე (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის — სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა — ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი. მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266 წელს მთავარი სარგის ჯაყელი „ხასინჯუს“ სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII—XIV საუკუნეები სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექას და აღბუღას სამართალი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო — აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.

სამცხე XIV—XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-1829 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები — ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.