გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სწორფრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
<big>'''სწორფრობა'''</big>
 
<big>'''სწორფრობა'''</big>
 
----
 
----
 +
<div class="img-thumbnail color-border-dotted">
 +
{{#evt:service=youtube|id=  https://youtu.be/2yYgBK7uL_8
 +
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small> ნაბიისი და ქუჯეგი. სწორფრები.</small></center>}} </div>
 +
  
  

მიმდინარე ცვლილება 09:22, 27 მარტი 2025 მდგომარეობით

სწორფრობა


ნაბიისი და ქუჯეგი. სწორფრები.



ხევსურეთში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება. სწორფრობა სხვადასხვანაირი იყო: სწორფრობას ნანდაური ერქვა, როდესაც ქალ-ვაჟის ერთად დაწვენისას ითვალისწინებდნენ ურთიერთმოწონებას, სიყვარულს (პირს, რომელიც მათ შორის შუამავლობდა და მათ ერთად აწვენდა, „ელჩი“ ეწოდებოდა). სწორფრობას წოლა-დგომა ერქვა, როდესაც მოწონების ფაქტორი არ მოქმედებდა და მას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. ერთად შეეძლოთ დაწოლილიყვნენ ნათესავი ახალგაზრდები, თუ მათ ერთმანეთის ნახვა უხაროდათ, ერთად ყოფნა და საუბარი ეხალისებოდათ (დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, დისწულ-დედიძმობა); ქალიშვილი საქმროს მოგვარე ვაჟთან; სასიძო კი სარძლოს რომელიმე მოგვარე ე.წ. ცოლისდასთან (ზალ-ქმრეულობა, სიძე-ცოლისდობა); მასპინძლის ახლობელი ქალიშვილი ან და-ბიძაშვილი საპატიო ახლობელ-სტუმართან (ძმობილი, მეგობარი და ა.შ.). სწორფერთა ურთიერთობა მტკიცედ დადგენილ ნორმებს ექვემდებარებოდა, რომელიც გამორიცხავდა სექსუალურ კავშირს. ამ წესის დამრღვევს სახელი უტყდებოდა. ნანდაურ სწორფერთა შორის ქორწინება აკრძალული იყო.

იხ. აგრეთვე - წაწლობა.


წყაროები