გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამკადრეო: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''სამკადრეო'''</big> ---- '''სინონიმი: საკადრისი''' სუფთა ხელსახოცი, რ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 13:36, 18 ივლისი 2024 მდგომარეობით

სამკადრეო


სინონიმი: საკადრისი

სუფთა ხელსახოცი, რომელსაც გადაიფენდა ხოლმე მკადრე ხელზე, რათა ზედ ღვთისშვილი მტრედის ან ჯვარის სახით დამჯდარიყო. საკადრისი იმიტომ ეწოდება, რომ მასზე დაჯდომას კადრულობს ჯვარი. მკადრე იგრძნობს ჯვარის მოახლოებას, გაამზადებს საკადრისს, ხელზე გადაიფენს და, როცა ჯვარი დაჯდება მასზე, ყურს მისკენ მიაპყრობს, რათა მოისმინოს მისი ნაუბარი.

საკადრისებს ჯვარის ტერიტორიაზე მდგარ ხეებზე ვნახავთ: მლოცველები მათ სწირავენ ჯვარს სამადლობელოდ, აღთქმის დადების ნიშნად, ან რაღაც სათხოვარისთვის. საკადრისებისგან შედგება დროშაც, რომლებიც ასევე შემოწირულობებია.