სწორფრობა: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
<big>'''სწორფრობა'''</big> | <big>'''სწორფრობა'''</big> | ||
+ | ---- | ||
<div class="img-thumbnail color-border-dotted"> {{#evt:service=youtube|id=https://www.youtube.com/watch?v=V9TD-rYhSPs&t=1s|alignment=left|dimensions=500}}</div> | <div class="img-thumbnail color-border-dotted"> {{#evt:service=youtube|id=https://www.youtube.com/watch?v=V9TD-rYhSPs&t=1s|alignment=left|dimensions=500}}</div> | ||
---- | ---- |
10:36, 14 ივლისი 2024-ის ვერსია
სწორფრობა
ხევსურეთში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება. სწორფრობა სხვადასხვანაირი იყო: სწორფრობას ნანდაური ერქვა, როდესაც ქალ-ვაჟის ერთად დაწვენისას ითვალისწინებდნენ ურთიერთმოწონებას, სიყვარულს (პირს, რომელიც მათ შორის შუამავლობდა და მათ ერთად აწვენდა, „ელჩი“ ეწოდებოდა). სწორფრობას წოლა-დგომა ერქვა, როდესაც მოწონების ფაქტორი არ მოქმედებდა და მას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. ერთად შეეძლოთ დაწოლილიყვნენ ნათესავი ახალგაზრდები, თუ მათ ერთმანეთის ნახვა უხაროდათ, ერთად ყოფნა და საუბარი ეხალისებოდათ (დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, დისწულ-დედიძმობა); ქალიშვილი საქმროს მოგვარე ვაჟთან; სასიძო კი სარძლოს რომელიმე მოგვარე ე.წ. ცოლისდასთან (ზალ-ქმრეულობა, სიძე-ცოლისდობა); მასპინძლის ახლობელი ქალიშვილი ან და-ბიძაშვილი საპატიო ახლობელ-სტუმართან (ძმობილი, მეგობარი და ა.შ.). სწორფერთა ურთიერთობა მტკიცედ დადგენილ ნორმებს ექვემდებარებოდა, რომელიც გამორიცხავდა სექსუალურ კავშირს. ამ წესის დამრღვევს სახელი უტყდებოდა. ნანდაურ სწორფერთა შორის ქორწინება აკრძალული იყო.
წყაროები
- თ. ოჩიაური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 627
- ნ. ბალიაური, ,,სწორფრობა ხევსურეთში.” თბ. უნივ. გამომც. 1991წ. გვ. 8-10
- ქევინ თუითი, წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისათვის, ამირანი, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოამბე, N I, თბილისი - მონრეალი 1999, გვ. 13-19