გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სალამური: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 1: ხაზი 1:
 +
<big>'''სალამური'''</big>
 +
 
<div class="img-thumbnail color-border-dotted">
 
{{#evt:service=youtube|id=  https://youtu.be/xORfIcWmcv4
 
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small>უენო სალამური. ფილმიდან - ,,ლავერდობა“. ასრულებს - ფირუზ ალიაშვილი</small></center>}} </div>
 
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small>უენო სალამური. ფილმიდან - ,,ლავერდობა“. ასრულებს - ფირუზ ალიაშვილი</small></center>}} </div>
 
<big>'''სალამური'''</big>
 
----
 
----
უძველესი ქართული ჩასაბერი მუსიკალური საკრავი. არის უენო და ენიანი. უენო სალამური ამ ტიპის საკრავის უძველესი ფორმაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). აღმოსავლურ ქართულ დიალექტებში „სტვირი“ ეწოდება, წარმოადგენს 38-40 სმ სიგრძის მილს. აქვს 5-6 თვალი (ნახვრეტი), ზოგჯერ დამატებითი თვალი უკანა მხარეს. ენიანი სალამური ბგერა არის გამოკვეთილი, მსტვენავი, მკაფიო და ძლიერი.

ენიანი და უენო სალამური მზადდება რბილგულიანი მცენარისაგან (ლერწამი, ლელი, დუდგულა) აგრეთვე ჭერმისაგან. დამზადების წესი ერთნაირია, ენიანს უკეთდება ენა, რომელიც აუცილებლად ლერწმისაა. სალამური ძირითადად მწყემსის საკრავად ითვლება. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები.
 
09:52, 5 ივლისი 2024-ის ვერსია

სალამური

უენო სალამური. ფილმიდან - ,,ლავერდობა“. ასრულებს - ფირუზ ალიაშვილი

უძველესი ქართული ჩასაბერი მუსიკალური საკრავი. არის უენო და ენიანი. უენო სალამური ამ ტიპის საკრავის უძველესი ფორმაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). აღმოსავლურ ქართულ დიალექტებში „სტვირი“ ეწოდება, წარმოადგენს 38-40 სმ სიგრძის მილს. აქვს 5-6 თვალი (ნახვრეტი), ზოგჯერ დამატებითი თვალი უკანა მხარეს. ენიანი სალამური ბგერა არის გამოკვეთილი, მსტვენავი, მკაფიო და ძლიერი.

ენიანი და უენო სალამური მზადდება რბილგულიანი მცენარისაგან (ლერწამი, ლელი, დუდგულა) აგრეთვე ჭერმისაგან. დამზადების წესი ერთნაირია, ენიანს უკეთდება ენა, რომელიც აუცილებლად ლერწმისაა. სალამური ძირითადად მწყემსის საკრავად ითვლება. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები.

საქართველოს ტერიტორიაზე სალამურის ტიპის საკრავები უძველესი დროიდან ჩანს. ძვლის სამთვლიანი სალამური აღმოჩენილია სამთავროში (ძვ. წ. XV ს.), ხოლო უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში აღმოჩენილი სალამური - ჩვ. წელთაღრიცხვამდე VI ს-ით თარიღდება.

წყაროები

  • მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.