წბერი: განსხვავება გადახედვებს შორის
(გადამისამართება ხარხიმი-ზე) |
(განსხვავება არ არის)
|
14:17, 23 აპრილი 2024-ის ვერსია
გადამისამართება:
, საქაჯავი წბერი
ყურძნის საწური ხალხური სამეურნეო საშუალება. გაწყობილი იყო ცალმხრიანი ბერკეტის პრინციპზე. წნეხვისათვის ძალის მოდებას ემსახურებოდა ხრახნი//ხრახნილი. საქართველოში წბერის//ხარხიმის ორი სახეობა იყო ცნობილია: ხრახნიან-ტვირთიანი და ხრახნიან უტვირთო. წბერი// ხრახნი შედგებოდა სამუშაო ნაწილისა და დასაწნეხი ყურძნისათვის განკუთვნილი ფიცრის ჭურჭლისკოდის// ჩალანგარისაგან. ტვირთიანი წნეხის სამუშაო ნაწილს შეადგენდა ხრახნლი -მიწაში ჩამაგრებული მუხის ან თელის ხის კაპა, მის თავში დამაგრებულია სხვადასხვა ხის (გარდა ცაცხვისა) ორკაპა დირე და ვაშლის ხის ქანჩი//დავთი//ქუდი, დავთში გაყრილია, ე.წ „ძივა ისარი“ და მის ბოლოზე ჩამოცმულია ქვის კვირისტავი. ქვის თავზე - ხრახნში გაყრილი კეტის საშუალებით ხდებოდა ისარის ხრახნის ამოძრავება ზევიდან ქვევით და პირიქით. გადაცემული ძალით ხდებოდა კოდიდან ნაწბერის დინება. წბერი-ხარხიმი უმეტესად გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში.
წყაროები
- ა. ლეკიაშვილი, ქართული ხალხური ღვინის წნეხები, მსე. ტXII-XIII, 1969