გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ფხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ფხოვი'''</big> ---- იგივე '''ფხოეთი''', ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ა...)
 
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:ფ]]
 
[[კატეგორია:ფ]]
 
[[კატეგორია:ისტორიული კუთხეები]]
 
[[კატეგორია:ისტორიული კუთხეები]]
 +
[[კატეგორია:ფშავი]]
 +
[[კატეგორია:ხევსურეთი]]

მიმდინარე ცვლილება 14:53, 17 მარტი 2024 მდგომარეობით

ფხოვი


იგივე ფხოეთი, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, აღმ. საქართველოში, არაგვის ხეობაში; ფშავისა და ხევსურეთის უძველესი სახელწოდება. ისტორიულ წერილობით წყაროებში პირველად მე5-ე საუკუნიდან იხსენიება. ფხოვსა და ფხოვლებზე ინფორმაციას იძლევა აგრეთვე მე-7-ს საუკუნის ანონიმი სომეხი ავტორი თავის ,,სომხურ გეოგრაფიაში“; აგრეთვე - ,,მატიანე ქართლისაი“ (მე-9-ე ს.) და მემატიანე ლეონტი მროველი (მე-11-ე ს.). ფხოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცენტრი, ვარაუდით უნდა ყოფილიყო სოფ. უკანა ფშავში (აქ იყო ძლიერი სიმაგრე ციხე-გორი, სალოცავენი და ჯვარ-ხატები).მე-4-ე საუკუნეში, ქართველთა განმანათლებელმა ნინომ, ფხოვლებს, სხვა ქართველ მთიელებთან ერთად უქადაგა ქრისტიანობა. მე-11-ე ს-ში ფხოვი კვეტერის საერისთაოში შედიოდა. თამარის მეფობის უკანასკნელ პერიოდში, ფხოვი აჯანყდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. მე-15-ე საუკუნის შემდგომ წყაროებში ფხოვი მოიხსენიება ფშავად და ხევსურეთად მოიხსენიება. დღეს, ხევსურეთის მეზობლად მოსახლე ინგუშები და ვაინახები ხევსურებს ,,ფხია“-ს უწოდებენ; რაც, ფხოვის სახელწოდების შემორჩენილ ფორმას წარმოადგენს


წყაროები

  • ჯ. გვასალია, ფხოვი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 439