გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

უღელი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''უღელი'''</big> ---- გამწევი ძალის შესაბმელი იარაღი — ხის ძელი. და...)
(განსხვავება არ არის)

06:53, 15 მარტი 2024-ის ვერსია

უღელი


გამწევი ძალის შესაბმელი იარაღი — ხის ძელი. დანიშნულების შესაბამისად იყო მრგვალი და დაკუთხული უღლები. იყენებდნენ უმთავრესად 2 ხარის ან 2 კამეჩის შესაბმელად. ამისათვის უღელს უკეთებდნენ საქედურებსა და სატაბიკე ნაჩვრეტებს. მასალად არჩევდნენ ძარღვიან ხეს (იფანი, თელა, ვაშლი). ჯერ ფორმას მისცემდნენ, გაკოპიტების შემდეგ ბოლში გამოჰყავდათ, მერე თლიდნენ და ხვეწავდნენ. უღლები განსხვავდებოდა სიდიდითა და ფორმით. გუთნეულში სახმარი უღელი 3 ტიპისა იყო. საქართველოში იხმარებოდა აგრეთვე ცალი ხარის ან ცალი კამეჩის შესაბმელი უღელი, რომელსაც „მარტუღელა“ ან „ცალუღელა“ ერქვა. უღელი მიწის საზომ ერთეულადაც იხმარებოდა და ერთ დღიურ მიწას გულისხმობდა.


წყაროები

  • გ. ჯალაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 193
  • გ.ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, «მიმომხილველი» 1949, ტ. 1