გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საკურთხეველი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''საკურთხეველი'''</big> ---- # ადგილი, სადაც ღმერთებისთვის მიჰქონდ...)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 12:59, 15 სექტემბერი 2020 მდგომარეობით

საკურთხეველი


  1. ადგილი, სადაც ღმერთებისთვის მიჰქონდათ შესაწირავი, რათა აეცდინათ მათი რისხვა და მფარველობა მოეპოვებინათ. პირველი სამსხვერპლოები იყო შეშის ხორები, რომელთაც მსხვერპლთან ერთად წვავდნენ. შემდგომ სამსხვერპლოები იგებოდა ქვის, თიხის, მიწის პატარა ამაღლებული ადგილების სახით, სადაც ხდებოდა მსხვერპლთშეწირვა. სჯეროდათ, რომ მსხვერპლიდან ასული კვამლი ადის ცაში და აღწევს ღმერთამდე. სამსხვერპლოებს ღია ცის ქვეშ მართავდნენ. შდრ.: ბომონი;
  2. ეკლესიაში კანკელით გამოყოფილი ნაწილი, წმინდა ადგილი მღვდელმოქმედებისათვის. იქ გამოიყოფა წმინდა ტრაპეზი, რომელზედაც სრულდება ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევის საიდუმლო წესი.