ხატის უღელი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''ხატის უღელი'''</big> ---- ყოფაში მოწმდება რელიგიურ რწმენა-წარმო...) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
---- | ---- | ||
− | ყოფაში მოწმდება რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ხატის უღლები. ხატის უღლები ხისა და რკინისა იყო. ხის ხატის უღელი თხილის მოქნილი ჯოხისაგან მზადდებოდა. სიმსხოთი ასეთი ჯოხი ნეკ თითზე უფრი წვრილი უნდა ყოფილიყო. ხატისათვის დამზადებულ, მრგვალად შეკრულ ჯოხს ბავშვებს თავზე ჩამოაცმევდნენ, ზედ ტყემლის ან ყურძნის ხისგან გამოთლილ ჯვარს და სანთლის კაკლებს დაკიდებდნენ და ხატის კარზე ამ უღლით მიიყვანდნენ ხოლმე. ანალოგიური იყო რკინის მავთულისაგან დამზადებული ხატის უღლებიც, რომელთაც დამიზეზებულნი ხატის მიმართ ვალდებულების მოხდის შემდეგ იხსნიდნენ და იქვე ტოვებდნენ. | + | ყოფაში მოწმდება რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ხატის უღლები; იგივე [[გვერგგვი]]. ხატის უღლები ხისა და რკინისა იყო. ხის ხატის უღელი თხილის მოქნილი ჯოხისაგან მზადდებოდა. სიმსხოთი ასეთი ჯოხი ნეკ თითზე უფრი წვრილი უნდა ყოფილიყო. ხატისათვის დამზადებულ, მრგვალად შეკრულ ჯოხს ბავშვებს თავზე ჩამოაცმევდნენ, ზედ ტყემლის ან ყურძნის ხისგან გამოთლილ ჯვარს და სანთლის კაკლებს დაკიდებდნენ და ხატის კარზე ამ უღლით მიიყვანდნენ ხოლმე. ანალოგიური იყო რკინის მავთულისაგან დამზადებული ხატის უღლებიც, რომელთაც დამიზეზებულნი ხატის მიმართ ვალდებულების მოხდის შემდეგ იხსნიდნენ და იქვე ტოვებდნენ. |
არსებობდა ხატის უღლები, რომელთაც დ ა დ ი ა ნ უ რ ს ა ც უწოდებდნენ. ეს უღლები გამოირჩეოდნენ სიდიდითა და სიმძიმით. გააჩნდა საქედური რკინის ზოდი, რომელსაც ყულფებზე ჩამოკიდებული ჰქონდათ მსხვილი ჯაჭვი. ხატის უღლები ეკლესიის კარზე იყო (გერი, ატოცი, არბო, ალავერდი). ხატის დამიზეზებულნი ასეთი უღლით ეკლესიას მ უ ხ ლ ი ს ჩ ო ქ ი თ გარს უვლიდნენ და ღმერთს შველას ევედრებოდნენ. | არსებობდა ხატის უღლები, რომელთაც დ ა დ ი ა ნ უ რ ს ა ც უწოდებდნენ. ეს უღლები გამოირჩეოდნენ სიდიდითა და სიმძიმით. გააჩნდა საქედური რკინის ზოდი, რომელსაც ყულფებზე ჩამოკიდებული ჰქონდათ მსხვილი ჯაჭვი. ხატის უღლები ეკლესიის კარზე იყო (გერი, ატოცი, არბო, ალავერდი). ხატის დამიზეზებულნი ასეთი უღლით ეკლესიას მ უ ხ ლ ი ს ჩ ო ქ ი თ გარს უვლიდნენ და ღმერთს შველას ევედრებოდნენ. | ||
---- | ---- |
17:19, 5 აპრილი 2025-ის ვერსია
ხატის უღელი
ყოფაში მოწმდება რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ხატის უღლები; იგივე გვერგგვი. ხატის უღლები ხისა და რკინისა იყო. ხის ხატის უღელი თხილის მოქნილი ჯოხისაგან მზადდებოდა. სიმსხოთი ასეთი ჯოხი ნეკ თითზე უფრი წვრილი უნდა ყოფილიყო. ხატისათვის დამზადებულ, მრგვალად შეკრულ ჯოხს ბავშვებს თავზე ჩამოაცმევდნენ, ზედ ტყემლის ან ყურძნის ხისგან გამოთლილ ჯვარს და სანთლის კაკლებს დაკიდებდნენ და ხატის კარზე ამ უღლით მიიყვანდნენ ხოლმე. ანალოგიური იყო რკინის მავთულისაგან დამზადებული ხატის უღლებიც, რომელთაც დამიზეზებულნი ხატის მიმართ ვალდებულების მოხდის შემდეგ იხსნიდნენ და იქვე ტოვებდნენ. არსებობდა ხატის უღლები, რომელთაც დ ა დ ი ა ნ უ რ ს ა ც უწოდებდნენ. ეს უღლები გამოირჩეოდნენ სიდიდითა და სიმძიმით. გააჩნდა საქედური რკინის ზოდი, რომელსაც ყულფებზე ჩამოკიდებული ჰქონდათ მსხვილი ჯაჭვი. ხატის უღლები ეკლესიის კარზე იყო (გერი, ატოცი, არბო, ალავერდი). ხატის დამიზეზებულნი ასეთი უღლით ეკლესიას მ უ ხ ლ ი ს ჩ ო ქ ი თ გარს უვლიდნენ და ღმერთს შველას ევედრებოდნენ.
წყარო
- გ. ჩიტაია, გ. ჯალაბაძე. უღლები და აპეურები. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი, მასალები, მემინდვრეობა. მეცნიერება, თბ.1985. გვ. 59-60