გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ურემი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
----
 
----
 
<div class="img-thumbnail color-border-dotted">
 
<div class="img-thumbnail color-border-dotted">
{{#evt:service=youtube|id=https://www.youtube.com/watch?v=LwDy2msekH0|dimensions=320|description=<center><small>ურემი. რაჭა. სოფ. ფუტიეთი</small></center>}}
+
{{#evt:service=youtube|id=https://www.youtube.com/watch?v=LwDy2msekH0|dimensions=320|description=<center><small>ურემი. რაჭა. სოფ. ფუტიეთი. პ. ბუხრაშვილის ვიდეოარქივიდან</small></center>}}
 
</div>
 
</div>
 
[[ფაილი:uremi-roinishvili.jpg|thumb|right|<center><small>ქართლ-კახური ურემი. ფოტო ა. როინიშვილისა</small></center>]]
 
[[ფაილი:uremi-roinishvili.jpg|thumb|right|<center><small>ქართლ-კახური ურემი. ფოტო ა. როინიშვილისა</small></center>]]

მიმდინარე ცვლილება 03:35, 23 დეკემბერი 2024 მდგომარეობით

ურემი


ურემი. რაჭა. სოფ. ფუტიეთი. პ. ბუხრაშვილის ვიდეოარქივიდან
ქართლ-კახური ურემი. ფოტო ა. როინიშვილისა
ურემი (არაბა). კოლხეთის დაბლობი

ქართული ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა. ორბორბლიანი საზიდი საშუალება, რომელშიაც გამწევ ძალად საქონელს აბამენ, მისი კონსტრუქცია იცვლებოდა გავრცელების ზოლის გეოგრაფიული პირობების მიხედვით(იხ. არაბა). საქართველოს ბარში იყენებდნენ საბარო ურემს (აღმოსავლეთი საქართველო ფრჩხილებიან ან ხელნა ურემს (დასავლეთი საქართველო)) და საძნე ურემს (სამხრეთი საქართველო). ურემი შედგება ძირითადად 3 ნაწილისაგან: უბე, ღერძ-ბორბალი, და უღელი. ურემის უბე, რომელზედაც ტვირთი იდება, შედგება სამკუთხედად შეერთებული ხელნებისაგან. ხელნების წვერებს თავისებური ფორმა აქვს და უერთდება უღლის ცენტრს. ხელნებზე დასმულია ვერტიკალური ჯოხები. ე. წ. ჭალები, რომლებიც ზეწრის საშუალებით ერთმანეთთან არიან შეერთებული და ხელნები სპეციალური დეტალებით — „ლეკვებით“ არის შედგმული ღერძზე. ბორბალი შედგება მორგვისაგან, შიგ ჩასმული სოლებისა და გარე რკალის ანუ ფერსოსაგან. ამ უკანასკნელზე რკინის სალტეა გადაკრული. ურმის ღერძი ბორბლის მორგვებშია შედგმული. ქართულ ურემში ღერძი ერთ მორგვში მოძრავად იყო გაყრილი, მეორეში კი — უძრავად. მთიან და გარდამავალ ზოლში გავრცელებულია ურმის ისეთი სახეობები, რომელთა მუშაობის პრინციპი კონსტრუქციულად არის შეხამებული თრევასთან. კონსტრუქციის ასეთი ელემენტი მთიანი რელიეფის პირობებში მუხრუჭის როლს ასრულებს. ასეთი ურმებია ბოლოთრია, აჩაჩა ურემი, ჩოჩია, ფრჩხილა, ხოროკია, ხოხა, ასევე სელი და თუში.


წყაროები

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009
  • გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956;
  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 10, გვ. 172-173, თბ., 1986