ეგუძგული: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
<big>'''ეგუძგული'''</big> | <big>'''ეგუძგული'''</big> | ||
---- | ---- | ||
− | + | სინონიმები: '''ეგურძგული, ეგუძგური''' | |
ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში [[სამეგრელო]]დან. | ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში [[სამეგრელო]]დან. |
მიმდინარე ცვლილება 12:49, 4 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ეგუძგული
სინონიმები: ეგურძგული, ეგუძგური
ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ოდესღაც მთელ კოლხეთში იყო გავრცელებული, მაგრამ ამჟამად მცირე ნარგავებია დარჩენილი მაღლარების სახით.
მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, თეთრი ფერის, მომწიფებული მარცვალი გამჭვირვალე ქარვისფერია.
ეგურძგული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 13.0-16.0 ტონას შორის მერყეობს. შაქრის კარგად დაგროვების უნარი გააჩნია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 21.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.
მიიღება საუკეთესო ხარისხის თეთრი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა:
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 115