გოდოყურა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <center><small>გოდოყურა</small></center> <big>'''გოდოყურა'''</big> ---...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 14:40, 17 სექტემბერი 2025 მდგომარეობით
გოდოყურა
გოდორყურები ძირითადად კახეთის ძველ მარნებშია შემორჩენილი. მზადდებოდა მუხის ტკეჩებისაგან და ამზადებდნენ მეკასრეები. გოდორყურა გამოიყენება ქვევრში ჭაჭისა და ღვინის განსაცალკევებლად. ქვევრში მყოფ ჭაჭაში ჩადებენ გოდორყურას, რომელსაც მთელს ტანზე აქვს ნახვრეტები. ამ დროს გოდორყურაში შედის ღვინო, რომელსაც ან ტუმბოს მილით ამოტუმბავენ ან ხაპირით ამოხაპავენ. თავდაპირველი გოდორყურები შინდის წნელებისაგან მზადდებოდა.