ფიწალი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <big>'''ფიწალი'''</big> ---- 1. „თითებიანი ნიჩაბი“ (სულხან-საბა); 2. თივის, ძნ...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 14:50, 27 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ფიწალი
1. „თითებიანი ნიჩაბი“ (სულხან-საბა); 2. თივის, ძნისა და მისთ. ასაღები ორ, სამ ან ოთხთითა იარაღი, თითებში მოხრილი, ორთითი-ძნის გადასატანი, მოთიბულის დასაზვინი და ლობიოს საბეგვი იარაღი. სამთითს ძირითადად ბზის გადასაწევად და კალოზე ხმარობდნენ. ხის ფიწალს უმეტესად კალოზე იყენებდნენ ჩალის თანასწორად მოფენა-აჩეჩვისა და ხვავის გასანიავებლად.
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.136
