გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სწორფრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 7: ხაზი 7:
 
* <small>თ. ოჩიაური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 627</small>
 
* <small>თ. ოჩიაური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 627</small>
 
* <small>ნ. ბალიაური, ,,სწორფრობა ხევსურეთში.” თბ. უნივ. გამომც. 1991წ. გვ. 8-10</small>
 
* <small>ნ. ბალიაური, ,,სწორფრობა ხევსურეთში.” თბ. უნივ. გამომც. 1991წ. გვ. 8-10</small>
* <span class="plainlinks">[https://drive.google.com/file/d/1UyiVJJz8xePWbICsCh5k1juORHz-3TNX/view ქევინ თუითი, წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისათვის, ამირანი, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოამბე, N I, თბილისი - მონრეალი 1999, გვ. 13-19]</span>
+
* <span class="plainlinks">[https://drive.google.com/file/d/1UyiVJJz8xePWbICsCh5k1juORHz-3TNX/view <small>ქევინ თუითი, წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისათვის, ამირანი, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოამბე, N I, თბილისი - მონრეალი 1999, გვ. 13-19</small>]</span>
 
----
 
----
 
[[კატეგორია:ს]]
 
[[კატეგორია:ს]]

10:36, 14 ივლისი 2024-ის ვერსია

სწორფრობა


ხევსურეთში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება. სწორფრობა სხვადასხვანაირი იყო: სწორფრობას ნანდაური ერქვა, როდესაც ქალ-ვაჟის ერთად დაწვენისას ითვალისწინებდნენ ურთიერთმოწონებას, სიყვარულს (პირს, რომელიც მათ შორის შუამავლობდა და მათ ერთად აწვენდა, „ელჩი“ ეწოდებოდა). სწორფრობას წოლა-დგომა ერქვა, როდესაც მოწონების ფაქტორი არ მოქმედებდა და მას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. ერთად შეეძლოთ დაწოლილიყვნენ ნათესავი ახალგაზრდები, თუ მათ ერთმანეთის ნახვა უხაროდათ, ერთად ყოფნა და საუბარი ეხალისებოდათ (დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, დისწულ-დედიძმობა); ქალიშვილი საქმროს მოგვარე ვაჟთან; სასიძო კი სარძლოს რომელიმე მოგვარე ე.წ. ცოლისდასთან (ზალ-ქმრეულობა, სიძე-ცოლისდობა); მასპინძლის ახლობელი ქალიშვილი ან და-ბიძაშვილი საპატიო ახლობელ-სტუმართან (ძმობილი, მეგობარი და ა.შ.). სწორფერთა ურთიერთობა მტკიცედ დადგენილ ნორმებს ექვემდებარებოდა, რომელიც გამორიცხავდა სექსუალურ კავშირს. ამ წესის დამრღვევს სახელი უტყდებოდა. ნანდაურ სწორფერთა შორის ქორწინება აკრძალული იყო.


წყაროები