ლელობურთი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ლ]] | [[კატეგორია:ლ]] | ||
[[კატეგორია:აღზრდა და გართობა-თამაშობანი]] | [[კატეგორია:აღზრდა და გართობა-თამაშობანი]] | ||
+ | [[კატეგორია:გურია]] |
მიმდინარე ცვლილება 02:15, 6 ივლისი 2024 მდგომარეობით
ლელობურთი
ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე. ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.
ლელობურთი შუხუთში (გურიაში) ყოველ აღდგომა დღეს, საღამოს 5 საათზე იწყება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ ზემოურები და ქვემოურები) ეპაექრებიან. თამაშს, ტრადიციისამებრ, შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს, რომელიც ბურთს აგდებს. ეს ბურთი ზუსტად 16 კილოგრამიანია და საქონლის ტყავისგან არის შეკერილი.
შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული წესები. არც ის იფიქროთ, რომ რაიმე განსაკუთრებული საპრიზო ფონდი იყოს დაწესებული. მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე აქვს და ახლადგარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიუჩენენ სამუდამო ადგილს. გამარჯვებულ გუნდთან ერთად სასაფლაოზე დამარცხებულებიც მიდიან. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს. ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას.
წყარო
- ქორქია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 166.