ბანი: განსხვავება გადახედვებს შორის
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:დასახლება და საცხოვრისი]]  | [[კატეგორია:დასახლება და საცხოვრისი]]  | ||
[[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]]  | [[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]]  | ||
| − | [[კატეგორია:  | + | [[კატეგორია:არქიტექტურული ლექსიკონი]]  | 
მიმდინარე ცვლილება 11:57, 18 აპრილი 2023 მდგომარეობით
ბანი
- შენობის ბრტყელი სახურავი ხალხურ საცხოვრებელ სახლებში. კონსტრუქციულად შედგება მსხვილი მორებისაგან (დიამეტრი 15-20 სმ). დაფენილია ფიჩხი. დაგებულია ფიქლის ფილები დაყრილია 15-20 სმ მიწის ფენა, რომელსაც წყალგაუმტარობისათვის პერიოდულად ქვის საგორავით ტკეპნიან სინონიმი: ერდო[1];
 - ქართულ ხალხურ სიმღერებში მამაკაცის ძლიერი მესამე ხმა. თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – "ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს"[2]. ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
 
ამჟამად ბანი ეწოდება:
- მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
 - აკორდის ქვედა ბგერას;
 - მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
 
ლიტერატურა
