გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დღის მეხრე

03:34, 7 მაისი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მეხრე

მეხრე. ჩანახატი გელა ფილაურისა.

ხვნის დროს, გუთანში შებმული საქონლის გამძღოლი. ჩვეულებრივ, ოთხი მეხრე იყო საჭირო ორი დღისა და ორი ღამისა; რომელიც ხვნის პროცესში უღლის მარცხენა მხარეს იჯდა, ველისაკენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მეხრუღლიან გუთნეულს ემსახურებოდა დღის 4 (1 წინა, 2 შუა, 1 უკანა ანუ ღირღიტის მეხრე) და ღამის 2 მეხრე, რომლებიც მუშაობის პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ღამის მეხრეს დამატებით გუთნეულის გამწევი ძალის (ხარი, კამეჩი) ღამით ძოვებაც ევალებოდა, რაშიც ერთი ზემდეტი ალო ეძლეოდა.


  • ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 653.