კულა
კულა
- ვიწროყელიანი, მუცლიანი ღვინის სასმისი; კულას ტანი განიერი, ნახევრად ცილინდრული, კვერცხისებური მოყვანილობისა აქვს და ჩიბი ეწოდება. ყელი აქვს გრძელი, აგრეთვე ე.წ. პირჩახეული ტუჩი. კულას ყელი პირისაკენ თანდათან ვიწროვდება;
 - სახლის შუაგულში აღმართული ქვის ოთხკუთხედი სვეტი, რომელიც კეზის - თავხის საყრდენი იყო;
 - სახლის მშენებლობისას საყრდენად გამოყენებული, ოთხკუთხედად ამოყვანილი და მშრალი წყობით მკვიდრად ნაგები ქვის ბოძი (ხევი);
 - სამსართულიანი ციხე-სახლი, რომლის პირველი სართული საქონლის სადგომად გამოიყენებოდა;
 - კალოს ბოძი (ხევსურეთი);
 - ყორეს ბოძი;
 - ქვისგან აგებული მთავარი სვეტი ხევსურულ სახლში.
 
