კოში
-  ხის ტარიანი ჭურჭელი, წვენის გადასასხმელ-გადმოსასხმელი, აგრეთვე, ლუდის ხარშვის დროს სახმარებელი. საუკეთესოა არყის, თელის ქარაფის ხისა (ფშავ-ხევსურეთი);
 
-  სპილენძის ან ხის დიდი თასი, ლუდის დასალევი (ხევსურეთი);
 
-  თევზის დასაჭერი დაწნული კალათი;
 
-  მწარე კვახის ჭურჭელი წყლისათვის (გურია).