გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაზარი

,,დეზერტირების" ბაზარი თბილისში. 2006 წ. პ. ბუხრაშვილის ვიდეოარქივიდან.
ბაზარი. მოვაჭრეები ვერის ბაზარში. 1964 წ.

ბაზარი


საქონელგაცვლის სფერო. ზოგჯერ განსაღვრულ სავაჭრო ადგილსაც უწოდებენ. საბაზრო ურთიერთობათა სუბიექტია კერძო საკუთრება. კერძო საკუთრებამ დაუდო სათავე მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც საბაზრო მეურნეობის ამოსავალი წერტილია. ფასი საბაზრო ურთიერთობათა რგოლია, რადგან უზრუნველყოფს კავშირს მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის და ამით წონასწორობაში მოჰყავს ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა-მიწოდებას. ბაზარს უნდა ახასიათებდეს 5 ძირითადი ნიშანი: 1) თავისუფალი შესვლა და თავისუფალი გასვლა; 2) ფასების თავისუფალი თამაში; 3) ბაზარზე მატერიალური, ფინანსური და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება ნაკლებად მომგებიანიდან უფრო მომგებიან სივრცეში; 4) ბაზარმა უნდა უზრუნველყოს პრაქტიკულად თანაბარი შესაძლებლობა; 5) თავისუფალ ბაზარზე გამორიცხულია რაიმე პრივილეგია გამყიდველთა რომელიმე ჯგუფისათვის, მით უფრო, ცალკეული გამყიდველისათვის. ეს მოდელი, იდეალური ბაზრის მოდელია, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ კონკურენციაზე, და თითოეული გამყიდველისა და მყიდველის ერთნაირ შესაძლებლობებზე და რომელიც პრაქტიკაში, სინამდვილეში არ არსებობს.


  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 142.