გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სვიმნიშობა

(გადმომისამართდა სვიმნობა-დან)

სვიმნიშობა


სვიმნიშობა//სვიმნობა ჯანდარელ სვანებში.

სინონიმი: სვიმნობა

მირქმის, მიგებების დღესასწაულის ხალხური სახელი. მომდინარეობს სვიმეონ წინასწარმეტყველის სახელისაგან. ამ დღეს, ყოველ ოჯახს, ანთებული ლამპარი მიაქვს სასაფლაოზე, სადაც აღევლინება ლოცვა მიცვალებულთა სახელზე. ახალი მიცვალებულის ჭირისუფალი აკურთხებს საგანგებო ტაბლას და იწვევს სტუმრად მთელ სოფელს. ამ დღეს ლამპრობასაც უწოდებენ (სვანეთი). (იხ. ლამპრობა).


წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.125