ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორია

    ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორია წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს. ლაბორატორიის მიზანია სიძველეთა (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, არქეოლოგიურ და სხვ.) მოპოვება-ფიქსაცია და მათი ინტერდისციპლინარული შესწავლა, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში დანერგავა და პოპულარიზაცია. ლაბორატორია თავისი მიზნების განსახორციელებლად ამყარებს სამეცნიერო და საქმიან კავშირებს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ და საგამომცემლო ცხოვრებაში. ლაბორატორია თავის საქმიანობას ახორციელებს რეგულარული თუ ერთჯერადი საჯარო მოხსენებების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების, საოსტატო კლასების, საკითხავების, მრგვალი მაგიდისა და პრეზენტაციების სახით. ლაბორატორია გამოსაცემად ამზადებს და აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს, წელიწდეულებს, ჟურნალებს, კრებულებს.

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ლაბორატორიის ხელმძღვანელი: პროფ. პაატა ბუხრაშვილი
    მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი
    ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 ოთახი -218

    საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონი

    შესვლა

    არქეოლოგიური ლექსიკონი

    შესვლა